ლობისტებში ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს - მდინარაძე
ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს, - ამის შესახებ ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მოუწოდონ, რომ კალორიული საკვებიც შეჭამოს, მიუტანონ და მოუწოდონ. იმ დონეზე დავედით, ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან, მეტად კალორიული საჭმელი ჭამოს. თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის.
მთელი პარადოქსი ამაშია, ერთი ადამიანი იმისთვის, რომ დაარწმუნოს მსოფლიო, რაღაც უბედურება ხდება, აწამებენ და კლავენ, საჭმელს არ ჭამს იმ კალორაჟით, რამდენიც სჭირდება" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.