"გადაწყვეტილება პოლიტიკურია, საქართველოში სასამართლო მკვდარია" - სააკაშვილის საქმე სტრასბურგში მიდის
"გადაწყვეტილება პოლიტიკურია" - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენი სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანდა. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემა, რომელიც ემსახურება ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას.
ხვალ ან ზეგ სხვა ძალა მოვა და იმას მოემსახურებიან. გადაწყვეტილება პოლიტიკურია, ამ გადაწყვეტილებას არაფერი სამართალთან არ ჰქონდა.
მოსამართლის კარნახით მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, განსაკუთრებით, ბოლო პროცესები. ბოლო პროცესებზე აშკარად ნათელი გახდა, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული და პენიტენციური სამსახურის უფლებებს იცავდა, თუმცა მის ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული გამოცდა სულ რამდენიმე დღეში ელოდება. რადგან სამართალი საქართველოში მკვდარია, ბუნებრივია მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.