"პირველების" ინფორმაციით, ნიკა მელია ენმ-ის ოფისში მივა

06.02.23 22:06
"პირველების" ინფორმაციით, ნიკა მელია  ენმ-ის ოფისში მივა

"პირველების" ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში მისვლას გეგმავს. 

ენმ-ს ოფისთან გამოჩნდა, საკრებულოს წევრი სოფო ჯაფარიძე. 

"ველოდებით რას გვეტყუვის პარტიის ახალი თავმჯდომარე, მოქმედების დროა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. ვიქნები იქ, სადაც იქნება ქმედება"- უხრა "პირველებს" ჯაფარიძემ. 

პარტიაში იმყოფება გიორგი მუმლაძე. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მან ცენტრალური შესასვლელიდან არ ისარგებლა, ამიტომ ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მსგავსი სიახლეები