ნიკა მელია ენმ-ს ოფისშია - ოპოზიციონერის პირველი რეაქცია
ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისშია - ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ახლა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ კონსოლიდირების დროა.
"ჩემი მოვალეობაა, ვიბრძოლო სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად"- თქვა მან.
როგორ შეიძლება, ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება. ჩრდილოვანი მმართველობის, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის, სასამართლო სისტემა და სასამართლო ხელისუფლება აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არათუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი.
ახლა მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური კონსოლიდირება", - განაცხადა მელიამ.
კითხვაზე, უქმნის თუ არა მას ლევან ხაბეიშვილთან ერთად ყოფნა, ოპოზიციონერი ამბობს, რომ "ლევან ხაბეიშვილი და ნიკა მელია ახლა მეორე ახრისხოვანია".