ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას და ვიწყებთ აქციებს - "ნაციონალური მოძრაობა"
ხვალიდან "ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო რეჟიმში გადადის - როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პერმანენტულ აქციებს იწყებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა. ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება, ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ამას პრემიერი ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს"- თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ.
ლევან ხებეიშვილის თქმით, პირველი ფართომასშტაბიანი აქცია ხვალ დედაქალაქში გაიმართება. მანამდე კი დღეს, 23:30 წუთიდან გარკვეული აქტივობები დაიგეგმება.
ხვალიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადადის საგანგებო რეჟიმზე და მე მივმართავ ნაციონალური მოძრაობის რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს - ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი თბილისშიიქნება. ასევე, დაიგეგმება რეგიონებში აქტიურობები.
ნაციონალური მოძრაობა აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ვაპირებთ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.
ასევე დღეს გვექნება კონკრეტული აქტივობები და ეს აქტივობები გვექნება ყოველდღიურად" - თქვა ხაბეიშვილმა.