თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, პასუხსიმგებლობა ოცნებას დაეკისრება- მსოფლიო ლიდერები პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მსოფლიოს 150-ზე მეტი ლიდერთან ერთად პატიმრიბაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სიციცხლის გადასარჩენას და მის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს. მარგველაშვილის მოწოდებას ხელს ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები აწერენ
ფაქტს და პეტიციას უცხოური მედია ასაჯაროებს.
თუ სააკაშვილი საქართველოს ციხეში მოკვდება, მომხდარზე პასუხსიმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება, ხოლო შედეგები ქვეყნისთვის საზიანო იქნება - წერენ პეტიციაზე ხელმომწერები.
იხილეთ პეტიცია სრულად:
"ძალიან შეშფოთებული ვართ იმის დანახვით, თუ როგორ უარესდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რომელიც საქართველოს 2004-2013 წლებში მართავდა, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და საქართველოს ციხეში მძიმე მეტალებით შესაძლო მოწამვლის შედეგად. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო საბჭოსა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები ცალსახად ადასტურებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოში ვერ შენარჩუნდება და პროცესი მისი არაადამიანური სიკვდილით დასრულდება.
ჩვენ ვნახეთ არაერთი სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გახდა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და მართლმსაჯულების სისტემის არასწორად გამოყენების მსხვერპლი. თუმცა, ჩვენ აქ არ ვდავობთ, არის თუ არა კანონიერად დაპატიმრებული ბატონი სააკაშვილი. როგორიც არ უნდა იყოს ფონი, ის სიკვდილის პირას არის და ერთი რამ ვიცით დანამდვილებით - სიკვდილით დასჯა და პაციენტის არაადამიანური მოპყრობა აკრძალულია ევროპული კანონმდებლობით და საქართველოს კონსტიტუციით.
თუ რამე დაემართება პრეზიდენტ სააკაშვილს, პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე, ღირსებასა და სიცოცხლეზე მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დაეკისრება. პრეზიდენტ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობით საქართველოს ციხიში გარდაცვალება უკიდურესად საზიანო იქნება ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკისთის და საქართველო არსებულ პოლარიზაციას გააღრმავებს. ასეთ ფატალურ შედეგს ვერ შევეგუებით. ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ და პრეზიდენტ სააკაშვილს ციხეში სიკვდილის უფლება მივცეთ. პრეზიდენტი სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ", - წერია მსოფლიო ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.