მათი მშვიდი ცხოვრება დასრულდა პოლიციასთან ერთად მოუწევთ ძილი - ენმ-ს აქცია ღარიბაშვილის სახლთან
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, პარტიის წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ.
ადგილზე იმყოფება ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, "ღარიბაშვილს და სხვა ლიდერებს პოლიციასთან რთად მოუწევს ძილი".
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცავებმა მთავრობის მეთაურის სახლამდე მისასვლელი ქუჩები ჩაკეტეს.