სადაც უნდა წახვიდე ირაკლი ქართველი ხალხის სუნთქვას იგრძნობ ზურგში - ხაბეიშვილი ღარიბაშვილს
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, უწყვეტ პროტესტს აანონსებს - როგორც ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან გამართულ აქციაზე თქვა, ღარიბაშვილს და მათ შორის იაუსტიციის მინისტრს დისკომფორტს ყოველდღიურად შეუქმნიან:
„ბრძოლა იქნება ყოველდღიური და სადაც უნდა წახვიდე ირაკლი, ანტუნი, ტრი-ტრი, ყველგან მოგწევს უკან-უკან გამოხედვა, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის სუნთქვას იგრძნობ ზურგში"- თქვა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ შედეგს არ მიაღწევენ: "შედეგი არის შემდეგი, პრეზიდენტ საკაშვილის თავისუფლება და ქვეყნის თავისუფლება".
ხაბეიშვილმა ხვალ 17:00 საათზე კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დააანონსა.