საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მომეჩვენა, რომ ეს დროშა სისხლიანია - ლიზა იაკო
"ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი, სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია"- მის შესახებ რადას დეპუტატი, ლიზა იასკო, სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში დატოვება ეხმიანება:
საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო. დასცინი და ანადგურებ. ახლა საბოლოოდ და შეუქცევადად ანადგურებ?
მას სხვა რეალობა აქვს. სუსტადაა . ეს არ არის შენთვის საკმარისი? ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე დღეს უარი განაცხადა"- დაწერა დეპუტატმა.