"სააკაშვილის საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით" - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
სასამართლოს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში დატოვების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
უწყება წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს ყურადღებით აკვირდება და რომ მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა.
ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის (მიხეილ სააკაშვილის, რედ.) საქმეს.
მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს, და მათი ბოლო ვიზიტის (სააკაშვილთან, რედ.) მდგომარეობით, ისინი კვლავ შეშფოთებულნი არიან, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს მისთვის საჭირო ზრუნვას“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს.