პროტესტის ახალი ტალღა ქვეყანაში - სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დღეს კანცელარიასთან გაიმართება
პროტესტის ახალი ტალღა ქვეყანაში - სასამართლოს მიერ მესამე პრეზიდენტის ციხეში დატოვების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" აქციებს აანონსებს. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით პირველი აქცია დღეს 17:00 საათზე კანცელარიის წინ გაიმართება.
აქციები ყველა სამთავრობო უწყებასთან სხვა ქალაქებშიც გაიმართება. პარალელურად, ადვოკატები სააკაშვილის საქმეს სტასბურგში ევროსასამართლოში აგზავნიან. პრეზიდენტის საქმე ვეროპულ სამართლში კვირის ბოლოს შევა.
რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელით ვლადიმერ პუტინმა გამოუტანა მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი, შესაბამისად, ახლა არის მოქმედების დრო, რომ არ გავახაროთ პუტინი და კრემლის წარმომადგენლები საქართველოში „ქართული ოცნების“ სახით. დრეს არის მოქმედების დრო და დღეს 17:00 საათძე ყველანი ვიკრიბებით სახელმწიფო კანცელარიასტან და პროტესტი იქნება ყოველდღე მანამ, სანამ პუტინის პირადი ტყვე და პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანილი, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.