თუ ქართული მხარე სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, იქნება სანქციები - ხაჭაპურიძე

07.02.23 11:19
თუ ქართული მხარე სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, იქნება სანქციები - ხაჭაპურიძე

მესამე პრეზიდენტის ადვოკატები სააკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გადასაგზავნად ბოლო პროცედურებს გადიან. შალვა ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ ევროსასამართლო სააკაშვილის სასჯელისგან დროებით გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს.

ინტერესების დამცველის თქმით, საქმის გაგზავნის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო განაჩენს 24 საათში გამოაცხადებს. 

ადვოკატი ასევე, ამბობს, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, მათ მძმე დღეები ელოდებათ. 

მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს სასამართლო არ აქვს. რაც შეეხება ამ საქმეს, ბუნებრივია, ჩვენ მუშაობა უკვე გაწეული გავქვს, დაგვრჩა რამდენიმე პროცედურული საკითხი. დღესაც „ვივა-მედიდან“ ამოვიღებ ავადმყოფობის ბოლო ისტორიებს ბოლო თარიღებთან დაკავშირებით და გაიგზავნება დაუყოვნებლივ სტრასბურგის სასამართლოში, საიდანაც პასუხს მივიღებთ 24 საათის განმავლობაში. ამის პრეცენდეტი არსებობს ნავალნის საქმეზე, საქართველოში არ ყოფილა. თუ სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ქართული მხარე არ აღასრულებს, მაშინ ევროპის მინისტრთა საბჭო უკვე დაიწყებს მოქმედებას, იქნება ეს სანქციები და სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებსაც მართლა არ მინდა ვუსურვო, იმიტომ, რომ მართლა დაზარალდება ყველანაირად საქართველო. ეს იქნება წითელი ხაზების ყველანაირად გადაკვეთა. მსგავსი რამ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდა, გახსოვთ თქვენ, იყო ერთი შემთხვევა, ასანიძის შემთხვევა, ასლან აბაშიძის პერიოდში, როგორ დაამთავრდა ასლან აბაშიძემ, ისიც გახსოვთ. ამ მოთხოვნით მივმართავთ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს, რომ დროებით მოხდეს მისი გაყვანა. 

მსგავსი სიახლეები