არ შეიძლება, ქართველები მესამე პრეზიდენტს ვკლავდეთ - მარგველაშვილი

07.02.23 11:37
არ შეიძლება, ქართველები მესამე პრეზიდენტს ვკლავდეთ - მარგველაშვილი

არ შეიძლება, ქართველები მესამე პრეზიდენტს ვკლავდეთ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პეტიციის ავტორი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აცხადებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პეტიციაზე ხელმომწერ ევროპის ლიდერებს კარგად ესმით, როგორი საზიანო შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს საქართველოსთვის. 

ტექსტი გავუზიარე მე ჩემს ძველ მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც არიან ასევე, ევროპული სახელმწიფოების ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერები. ბუნებრივია, პირადადაც ველაპარაკე და იგივე შინაარსი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ არ შეიძლება ადამიანის წამებით მოკვლა და ასევე, არ შეიძლება, რომ ქართველები ვკლავდეთ , ვცდილობდეთ მოვკლათ მესამე პრეზიდენტი. მე მინდა მთელ საზოგადოებას გავახსენო, რომ პირველ პრეზიდენტს ტყეში დავსდევდით და მოვკალით, მეორე პრეზიდენტი ორჯერ შევეცადეთ, რომ აგვეფეთქებინა და გადარცა და მესამე პრეზიდენტი დღეს წამებით იხდის სასჯელს ქართულ ციხეშ, მეკითხებოდნენ მე მის თაობაზე, პირადად მე რა ვიცი და აღშფოთებულები არიან, დარდობენ, ხედავენ, რა შედეგს მოუტანს ეს ყველაფერი საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს ყველას სააკაშვილის მიმართ, პირადადაც იცნობდნენ და უმუშავიათ მასთან. ამასაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძირითადად არის დარდი საქართელოზე, - თქვა მარგველაშვილმა.  

პეტიცია პრეზიდენტის  გადასარჩენად - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გიორგი მარგველაშვილს შექმნილ დოკუმენტს ხელს ევროპის 30-ზე მეტი გვალენიანი ლიდერი, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერები უერთდებიან. მათ შორის არიან  ესტონეთის ლატვიის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნების პრეზინტები.

"პრეზიდენტის ფატალურ შედეგს ვერ დაველოდებით. არ მივცეთ სააკაშვილს სიკდვილის უფლება!" - ეს გზავნილი "ქართულმა ოცნებამ" უკვე მიიღო.

გავლენიანი ლიდერები სააკშვილის სიცოცხლზე სრულ პასუხიმგებლობას ოლიგარქის ხელისუფლებას აკირებენ.  პარალელურად, გუშინ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხმაურება თეთრი სახლიც.

მსგავსი სიახლეები