ენმ-ს საპარლამენტო ბოიკოტს შედეგი არ მოჰყვება - სალომე სამადაშვილი
,,ნაცმოძრაობის" გადაწყვეტილებას საპარლამენტო მოღვაწეობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არ იწონებენ.
საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ენმ-ს მხრიდან საპარლამენტო ცხოვრებაზე უარის თქმა მხოლო ,,ქართულ ოცნებას" გააძლიერებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხის გადაჭრას, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რადიკალური გზებით ეს პრობლემა არ გადაწყდება.
როგორც ჩანს, ,,ნაცმოძრაობაში" ამ საკითხზე სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებენ სხვადასხვა დღეს, რადგან რამდენიმე დღის უკან ენმ-ს თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ არ გავლენ პარლამენტიდან, თუ სააკაშვილის გადაყვანა და გათავისუფლება არ მოხდა.
ახლა, როცა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილი, მათ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.
ამიტომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით ამ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება.
ამავე დროს არის უამრავი გამოწვევა, რაზე საუბარის, ჩვენი აზრით, საჭიროა პარლამენტში - აცხადებს ფრაქცია ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია ენმ-ს წევრთა შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც გაირკვევა, საპარლამენტო მოღვაწეობის პროტესტის რა ფორმას მიმართავს ,,ნაცმოძრაობა".