ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ ,,ოცნებას" - ნიკა მელია
ნიკა მელია ფრაქცია ენმ-ს გადაწყვეტილებას საპარლამენტო მოღვაწეობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს.
ნიკა მელია თვლის, რომ ბოიკოტი ეფექტური ვერ იქნება, თუ პარტია პარლამენტში დარჩება.
რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი.
საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.
თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.
თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.
ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას - წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია
საპარლამენტო მოღვაწეობის ბოიკოტის გადაწყვეტილება ენმ-მ ცოტა ხნის წინ მიიღო.