კონსულტაციები რუსთავის ციხეში - მელიას ოპოზიციონერი ლიდერები ხვდებიან

06.05.21 11:39
კონსულტაციები რუსთავის ციხეში - მელიას ოპოზიციონერი ლიდერები ხვდებიან

რუსთავის ციხეში კონსულტაციები გრძელდება - ნიკა მელიას ოპოზიციონერი ლიდერები დღეს შეხვდებიან. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი იქნება თამარ კორძაია, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს საშვის გამოსაწერად უკვე მიმართა.

ტვ პირველის ინფორმაციით, გუშინ ნიკა მელიასთან ასევე იმყოფებოდნენ თინა ბოკუჩავა და ხატია დეკანოიძე. 

წინა დღეებში კი "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებულ  თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართეს სალომე სამადაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.