ბრძოლა გრძელდება, დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება - სააკაშვილის წერილი "ვივა-მედიდან"

07.02.23 13:08
ბრძოლა გრძელდება, დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება - სააკაშვილის წერილი "ვივა-მედიდან"

მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, ადვოკატებს  და პოლიტიკოსებს - ცოტა ხნის წინ "ვივა-მედიდან" მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა. მესამე პრეზიდენტი წერს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა გრძელება და ის აუცილებლად საქართველოს გამარჯვებით დასრულდება. 

მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭპურიძეს, ზურაბ ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისთვის და ადამიანობისთვის. ეს ბრძოლა გრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დმაარცხდება, მაგრამ ქართველები გულზეხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას, - წერს სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები