მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება,,ნაცმოძრაობა", პარლამენტს გარეთ თუ ბოიკოტში - ირაკლი კობახიძე

07.02.23 13:21
მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება,,ნაცმოძრაობა", პარლამენტს გარეთ თუ ბოიკოტში - ირაკლი კობახიძე

ენმ-ს გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით არანაირ დისკომფორტს არ შეგვიქმნის -  ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში რჩებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მოღვაწეობას განაგრძობენ. ხოლო ის ფაქტი, რომ ენმ არ მიიღებს მონაწილეობას, ეს პირიქით, გააუმჯობესებს საპარლამენტო საქმიანობას.

გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას. ასე იყო სიტყვა სიტყვით ნათქვამი, დღეს უკან დაიხიეს და დაენანათ, როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები. 

საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რამე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეში. 

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის რამე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ,,ნაცმოძრაობა" სად იქნება, იქნება პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში, თუ სად. 

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და მის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადაწყვეტილება საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით ენმ-მ ცოტა ხნის წინ მიიღო. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს მანდატების დატოვებას, ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები