ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია - ჩალაძე

07.02.23 13:19
ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია - ჩალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე საზოგადოებას დღეს დაანონსებული აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, ქვეყნის წინაშე ცადენილი დანაშაულია და ამის აღკვეთა ყველას პასუხისმგებლობაა. 

მე არ მეგულება სარად მოაზროვნე ადამიანი თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ მართლა კლოუნს, რომელიც პარლამენტში შემთხვევით მოხვდა, „ქართული ოცნების“ ჩრდილოვან წარმომადგენლებს, რომლებიც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ და დაკავებულები არიან საცირკო წარმოდგენებით, ყველა სარად მოაზროვნე ადამიანი შემოუერთდება ამ საპროტესტო მოძრაობას ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. კიდევ ერთხელ, პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის პარტიული კუთვნილება, პრეზიდენტი სააკაშვილი არის სახელმწიფო სიმბოლო და ის, რაც ხდება, არ არის ერთი კაცის მიმართ ჩადენილი დანაშაული, ეს არის თქვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული და ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, - ამბობს ჩალაძე. 
 

შეგახსენებთ, რომ ენმ-მ დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაანონსა. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები