საპარლამენტო ბოიკოტში გავდივართ, სანამ ოპოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით არ ჩამოყალიბდება - მანჯგალაძე

07.02.23 13:42
საპარლამენტო ბოიკოტში გავდივართ, სანამ ოპოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით არ ჩამოყალიბდება - მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო მოღვაწეობის ბოიკოტის რეჟიმში იქნება მანამ, სანამ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიციაზე არ შეჯერდება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერ ჩამოყალიბდება, ,,სტრატეგია აღმაშნებელი" იტოვებს უფლებას, საკუთარი დღის წესრიგი ჰქონდეს საპარლამენტო პროტესტთან დაკავშირებით.

მაშინ, როცა ე.წ. სასამართლომ გუშინ პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში დატოვება წინასწარ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას ნიშნავს, არ შეიძლება, გულზე ხელდაკრეფილი შევეგუოთ ამას. 

ვინც ქარს დათესავს, მიიღებს ქარიშხალს. 

ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მანდატს ვიტოვებთ იმისათვის, რო საკონსტიტუციო ცვლილება მისაღებია, არის რეკომენდაცია.

მანდატის დატოვების შემდეგ რჩება ქუჩა. გინდათ ქუჩა? - თქვა პაატა მანჯგალაძემ. 

,,სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად ენმ-ს გადაწყვეტილებას შეუერთდა თაკო ჩარკვიანის ,,კანონი და სამართალი".

მსგავსი სიახლეები