საქართველოს სახელმწიფო ვერ აეწყობა ენმ-ს სრულად დაუგეგმავ, არაკორდინირებულ პოლიტიკაზე - სამადაშვილი
ბოიკოტში გასულმა ოპოზიციამ საკუთარი კოლეგების ნაწილის კრიტიკა საგამოძიებო კომისიების ვერშექმნის გამო დაიმსახურა.
5 ივლისის მოვლენები, გომალურის რუსული კავშირები - ეს იმ კომისიების ჩამონათვალია, რომლთა შექმნასაც ოპოზიცია თვეების განმავლობაში ითხოვდა. საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხი დღეს კენჭისყრაზე გადის.
,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ რუპორებით ქუჩაში სირბილის ნაცვლად ,,ნაციონალურ მოძრაობას" ,,ოცნებისთვის" უფრო სერიოზული საფრთხის შექმნა შეეძლო თუ ისინი პარლამენტში იქნებოდნენ.
სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფო ვერ აეწყობა ენმ-ს სრულად დაუგეგმავ, არაკორდინირებულ პოლიტიკაზე.
პარლამენტის წევრებს უნდა ესმოდეთ, რომ მათ ვალდებულება აქვთ აღებული ამომრჩევლის წინაშე და მე არ მგონია რომ, ქუჩა-ქუჩა მეგაფონით სირბილი არის უფრო დამაზიანებელი ,,ქართული ოცნებისთვის" ვიდრე იქნება მაგალითად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა. საქართველოს სახელმწიფო ვერ აეწყობა "ნაციონალურ მოძრაობის" სრულად დაუგეგმავ, არაკორდინირებულ, გაუგებარ პოლიტიკაზე, როდის რას აკეთებენ. აქვთ მანდატები, მოვიდნენ და იმუშავონ პარლამენტში. აბდაუბდა, გაუგებარ პოლიტიკას აწარმოებს ეს პარტია და მის აგარშემო ვერ აეწყობა ამ ქვეყნის პოლიტიკური დღისწესრიგი, - სალომე სამადაშვილი.
ბოიკოტის რეჟმში გადადის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ასევე "სტრატეგია აღმაშენებელი" და რამდენიმე დეპუტატი.