საქართველოში სასამართლო ადამიანის სიცოცხლეზე წინ პოლიტიკურ კონიუქტურას აყენებს - უჩა ნანუაშვილი

07.02.23 14:03
საქართველოში სასამართლო ადამიანის სიცოცხლეზე წინ  პოლიტიკურ კონიუქტურას აყენებს - უჩა ნანუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებამცველებს ბევრი კითხვა აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების განმარტებით, არევაძე ერთ-ერთი იმ მოსამართლეთაგანია, რომლიც ყოველთვის ხელისუფლების დაკვეთის უსიტყვი შემსრულებელი იყო, რადგან მის ანგარიშზე არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა. 

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეს ხელთ ყველა მტკიცებულება ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე რაც მიიღო, იმის საპირისპირო გადაწყვეტილება გამოეტანა.

დამოუკიდებლობის ხარისხი პრაქტიკულად მინიმუმამდეა დასული. სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეტანა სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილება, მას ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები, ყველა ვუყურებდით და ვხედავდით პირდაპირ ეთერში ამ საკითხს და ცხადია, გადაწყვეტილება იყო იმის დასტური, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და ის ადამიანის სიცოცხლეზე მეტად წინ აყენებს პოლიტიკურ კონიუქტურას - აცხადებს ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, უჩა ნანუაშვილი.

1 წუთში მიღებული განაჩენი  - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ისე გამოაცხადა, რომ სათათბირო  ოთახში გასვლაც კი არ დასჭირდა.

აღნიშნული ფაქტი უფლებამცველებისთვის ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ არევაძეს ჯერ პოლიტიკური დაკვეთა, შემდეგ კი გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული.

 

მსგავსი სიახლეები