"ოცნება" კოლექტიური მკვლელების საზოგადოების ჩამოყალიბებას ცდილობს - ბეჟაშვილი

07.02.23 14:45
"ოცნება" კოლექტიური მკვლელების საზოგადოების ჩამოყალიბებას ცდილობს - ბეჟაშვილი

"ოცნება" კოლექტიური მკვლელების საზოგადოების ჩამოყალიბებას ცდილობს, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება სააკაშვილზე ძალადობს და საქართველოში "რუსული მმართველობა" აქციების გზით უნდა დასრულდეს. 

„ქართული ოცნება“ ცდილობს ქართული საზოგადოება კოლექტიური მკვლელების საზოგადოება ჩამოაყალიბოს. მთელი მათი მოქმედება მიმართულია, რომ საზოგადოებას აჩვენოს, როგორ ძალადობს სახელმწიფო საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. საზოგადოება არის საკმარისად გაბრაზებული იმ ვითარებაზე, რომელიც არის პოლიტიკაში ქვეყანაში, იმ ვითარებაში, რომელიც არის ეკონომიკური, სოციალური კუთხით. ამიტომ, ჩვენ დღევანდელი აქციით უნდა დავიწყოს აქციების პროტესტი, რომელიც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს. საბოლოო შედეგია „რუსული ოცნების“ ჩამოშორება, - თქვა ბეჟაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები