ჩვენთვის რადიკალური ოპოზიციის არც ერთი ინიციატივა არ არის საინტერესო - კობახიძე

07.02.23 14:50
ჩვენთვის რადიკალური ოპოზიციის არც ერთი ინიციატივა არ არის საინტერესო - კობახიძე

საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხი დღეს კენჭისყრაზე გადის.

"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი პარტიისთვის რადიკალური ოპოზიციის არც ერთი ინიციატივა არ არის საინტერესო.

ჩვენ არაფერს არ ველოდით, მათ შეეძლოთ ამ საკითხების გამოტანა ნებისმიერ დროს. არაერთხელ შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ მათ საკითხების გამოტანა, მაგრამ მათ არ გამოიტანეს. მიზეზი ჩემთვის უცნობია, შეიძლება მიზეზი ის იყო, რომ ხმას ვერ აგროვებენ, მაგრამ რეალურად მათ ეს საკითხები არ გამოიტანეს. ჩვენთვის არც ერთი რადიკალური ოპოზიციის ინიციატივა არ არის საინტერესო, ეს არის ერთ აპრიორი, და რაც შეეხება მეორე, შესაბამისი გამოძიება წარიმართება და, რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით ამ გამოძიების შედეგებს, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები