რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ დღეს 17:00 საათზე კანცელარიასთან - ცისკარიშვილი

07.02.23 15:05
რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ დღეს 17:00 საათზე კანცელარიასთან - ცისკარიშვილი

ქართველ მარიონეტებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სასიკვდილო განაჩენი საქართველოში არ დადგება, - ასე ეხმიანება ენმ-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი კანცელარიასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამართვას.

ოპოზიციის წევრი საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

ქართველ მარიონეტებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სასიკვდილო განაჩენი საქართველოში არ დადგება და ვერ დადგება, მითუმეტეს, მესამე პრეზიდენტის მიმართ. რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ დღეს 17:00 საათზე კანცელარიასთან, რომ ივანიშვილმა და მისმა მონებმა ჩვენი ხმა გაიგონ. საზღარგარეთიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არის დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა და ამ ზეწოლას უკვე აქციებით, მიტინგებით, საპროტესტო გამოსვლებით ესენი უნდა გრძნობდნენ აქაც, ჩვენთან, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, - თქვა ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები