სახელმწიფოს უნდა მიეღო ზომები, რათა ტატუნაშვილის მკვლელის მიმართ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება - ჯიშკარიანი

07.02.23 15:16
სახელმწიფოს უნდა მიეღო ზომები, რათა ტატუნაშვილის მკვლელის მიმართ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება - ჯიშკარიანი

სახელმწიფოს უნდა მიეღო ზომები, რათა ტატუნაშვილის მკვლელის, დავით გურწიევის მიმართ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება - ამის შესახებ ცენტრ ,,ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა, განაცხადა. ,,ემპათიამ" უშუალოდ გურწიევის მიერ სასტიკად ნაწამები ტატუნაშვილის საქმე სტაბურგში გაგზავნა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. 

საქმის გარემოებასა და წამების გარემოებაში მონაწილეობდა გურწიევი, რომელიც მაშინ გახლდათ პროკურორის თანაშემწე. შესაბამისად, საქართველოში მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს უნდა მიედევნებინა თვალყური და მიეღო ზომები, რათა ტატუნაშვილის მკვლელის, დავით გურწიევის, მიმართ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება. 

ვფიქრობ, ამ მიმართულებით დევნა უნდა იყოს განხორციელებული. ჩვენ სტრასბურგიდან მივიღეთ რეგისტრაციის ნომრები, რეგისტრირებულია ეს საქმე და შესაბამისად, ველოდებით გამოხმაურებას - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

არჩილ ტატუნაშვილის მკველობასა და წამებაში ბრალდებულ დავით გურწიევი  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დააწინაურა და
ახალგორის პროკურორად  დანიშნა.

ადამიანი, რომლის ბრალეულობაც ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში დადასტურებულია, დასჯის ნაცვლად ახლა უფრო დიდ ძალაუფლება იღებს. საქართველოს ხელისუფლება კი დუმს. წლების განმავლობაში ,,ქართულმა ოცნებამ"  ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დასასჯელად ვერაფერი გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები