მარაზმშია უკვე „ნაციონალური მოძრაობა", პოლიტიკური შეცდომაა მანდატების დატოვება - სამნიძე
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მანდატების დატოვება სრულიად მიუღებელია რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელის ხათუნა სამნიძისთვის.
სამნიძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური შეცდომაა და ენმ არ უნდა გაიქცეს ბრძლის ველიდან.
მეტიც, ხათუნა სამნიძე „ნაციონალური მოძრაობას" მარაზმში გადასულს უწოდებს.
სრულიად არასწორია და პოლიტიკური შეცდომაა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, მითუმეტეს ეს ფილმი ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი. პარლამენტის დატოვებაზე საუაბრი აზიანებს პროცესს და ისედაც დაზიანებულია ამ მოწვევის პარლამენტი. გარდა ამისა, სადაც ასპარეზი აქვს პოლიტიკურ პარტიას,რომელმაც უნდა იაქტიუროს მაქსიმალურად, ის ასპარეზი უნდა გამოიყენოს და არ უნდა გაიქცეს ამ ბრძოლის ველიდან. აბსოლუტურად არ ვეთანხმები მანდატების დატოვებას და საერთოდ, ამაზე მსჯელობას. ვფიქრობ, რომ მარაზმშია უკვე „ნაციონალური მოძრაობა", როდესაც მანდატებიოს დატოვებაზე საუბრობს“, - ამბობს ხათუნა სამნიძე.
ბოიკოტის რეჟმში გადადის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ასევე "სტრატეგია აღმაშენებელი" და რამდენიმე დეპუტატი.