არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო-საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას - დეკანოიძე

07.02.23 15:25
არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო-საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას - დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს ემხრობა და არც  მანდატების დატოვებას.

მისი თქმით, ახლა რაციონალური მოქმედებაა საჭირო. 

დეკანოიძე ამბობს, რომ თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა,  ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის.

მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ.  ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები. 
თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) - ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა - უფრო არ გაუშვებენ მიშას. 
მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. 
რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში. 

ბოიკოტის რეჟმში გადადის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ასევე "სტრატეგია აღმაშენებელი" და რამდენიმე დეპუტატი. 

მსგავსი სიახლეები