რადიატორზე ჯაჭვით არ არიან მიბმულები, თქვან, ბოიკოტში როცა ვართ, არ ვიღებთ ხელფასს - ელისაშვილი

07.02.23 15:38
რადიატორზე ჯაჭვით არ არიან მიბმულები, თქვან, ბოიკოტში როცა ვართ, არ ვიღებთ ხელფასს - ელისაშვილი

ბოიკოტში გასული ოპოზიცია - პარტია "მოქალაქეების" წევრი ალეკო ელისაშვილი ფაქტს არასერიოზულს უწოდებს.

მისი თქმით, ბოიკოტში სეზონურად გასულმა ოპოზიციის ნაწილმა ხელფასები არ უნდა აიღონ. 

ელისაშვილი ამბობს, რომ რადიატორზე ჯაჭვით არავინაა მიბმულები და ვისაც უნდა წავიდეს, ვისაც უნდა დარჩეს.

არასერიოზულია უკვე რა, საბავშვო ბაღში აღარ იქცევიან ისე, როგორც პარლამენტში იქცევა დიდი ნაწილი ოპოზიციის. ეს სეზონური ბოიკოტები არის გაუგებარი. მაშინ თქვან, ბოიკოტში როცა ვართ, არ ვიღებთ ხელფასს. გავალ შემოვალ, გავალ შემოვალ, ღმერთმა ხელი მოუმართოს კაცო, რადიატორზე ჯაჭვით ხომ არ არიან მიბმულები. ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, ვისაც დარჩენა უნდა, დარჩეს და იმუშაოს", - ამბობს ელისაშვილი. 

ბოიკოტის რეჟმში გადადის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ასევე "სტრატეგია აღმაშენებელი" და რამდენიმე დეპუტატი.

მსგავსი სიახლეები