"ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებში ეხმარებიან - დაუშვილი ბოიკოტზე
პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს და მანდატების დატოვებას არ მიესალმება. მისი თქმით, ამით ისინი "ოცნებას" ძალაუფლებიოს შენარჩუნებში ეხმარებიან.
დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ნული დისკომფორტი ექმნება "ოცნებას". ნებსით თუ უნებლიეთ, ეხმარებიან "ოცნებას" ძალაუფლებიოს შენარჩუნებში. რეალური დისკომფორტის შექმნის ნაცვლად, მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად, უბრალოდ ამბობენ, რომ არ ვიმუშავებთო", - ამბობს დაუშვილი.
ბოიკოტის რეჟმში გადადის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ასევე "სტრატეგია აღმაშენებელი" და რამდენიმე დეპუტატი.