ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში მოსვლა ეზარებათ, ხელფასების შენარჩუნება კი უნდათ - ზარქუა ბოიკოტზე
ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს მმართველი გუნდი ეხმაურება.
ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში მოსვლა ეზარება, ხელფასების შენარჩუნება კი უნდათ. თუ რეალურად გასვლა უნდათ, "ოცნების" წევრი მათ მოუწოდებს, რომ მანდატები მართლა დატოვონ.
ზნეს ესენი ვერ შეიცვლიან, არც იმ მიდგომებს, არც იმ სტრატეგიას. იმის მაგივრად, რომ ყველა აქ იყვნენ შემოსულები და თავისი თუ გააჩნიათ ჭკუა აზრი, ევროინტეგრაციის გზაზე, ის რომ გაახმოვანონ, იმის მაგივრად ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდნენ. თან მოსვლა ეზარებათ, თან ხელფასები უნდა შეინარჩუნონ. თუ რეალურად გასვლა გინდათ, მაშინ მანდატები დატოვეთ და გადით",- ამბობს ირაკლი ზარქუა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა გამოუცხადა.