მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩივრები უკან გაიტანა

07.02.23 16:28
მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩივრები უკან გაიტანა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდგ შეტანილი სარჩივრები უკან გაიტანა. ამის შესახებ საკონსტუტციო სასმართლოს პლენუმის 6 თებერვალს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი. 

როგორც ირკევვა, მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, უკან 2023 წლის 11 იანვარს  გაიტანა.

1. №1723 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

2. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

3. ამდენად, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1723 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს"- წერია  საკონსტიტუციოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს 2022 წლის 7 ივნისს უჩივლა. მმართველი პოლიტიკური ძალა ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის რამდენჯერმე დაირღვა. 

ღარიბაშვილის გუნდი ჩიოდა, რომ ზურაბიშვილომა  დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი მთავრობას არაერთხელ უთხრა, რაც მათი შეფასებით, „საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება“.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მაშინ ამბობდა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, დავით ბაქრაძის გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნაზე და ამ პოსტიდან კახა იმნაძის გადაყვანაზე ელჩად კანადაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ" წარმოებაში 24 ივნისს მიიღო. 

მსგავსი სიახლეები