"ოცნების" მაღალჩინოსნებს სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც - ხაბეიშვილი

07.02.23 17:16
"ოცნების" მაღალჩინოსნებს სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც - ხაბეიშვილი

მოვლენების ეპიცენტრი მთავრობის კანცელარიაა, სადაც სააკაშვილის მხადამჭერი აქცია წუთი-წუთზე დაიწყება.

ადგილზე მივიდა უკვე ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმს წინ მძიმე დღეები ელოდებათ და "ოცნების" მაღალჩინოსნებს პოლიციის კორდონით და სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც

"კარგად უნდა იცოდნენ პუტინის მსახურებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა, რომ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ წინ. პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან. 

ასევე, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, დღეს 21 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, საქართველოს სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქალაშქი, მივაწვდით კონკრეტულ ლოკაციებს და პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის დედაქაქლაქში, მათ სოპრის ივაბნიშვილის, ღარიბაშივილის, ბრეგაძის სახლთან.

ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ვართ ამ მდგომარეობაში და პუტინის ბრძანებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს. პოლიციის კორდონით, ჯებირებით, სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც, არა მარტო მაღალი თანამდებობის პირებს, არამედ იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც რეგიონებში  რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს ამყარებენ. სააკაშვილის ჯანმრტელობა და სიცოცხლე არ არის მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი. მთელი მსოფლიო ეხმაურება ამ ამბავს", - ამბობს ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები