გული მტკივა, თვალწინ დედას უკლკავენ შვილს! - თამარ ბაჩალიაშვილის მამის სოლიდარობა გიული ალასანიას
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა კანცელარიასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიასი კარგად ესმის, რადგან "მას თვალწინ უკლავენ შვილს":
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ამ მკვლელების ხელიდან უნდა გადავარჩინოთ. შვილმკვდარი მამა ვარ, ვუყურებ გიული ალასანიას და გული მტკივა, თვალწინ აწამებენ და უკლკავენ შვილს. სააკაშვილის გადარჩენა, ქვეყნის გადარჩენაა, ჩვენი ოჯახების გადარჩენაა. ესენი მოღალატეები, მკვლელები არიან! - თქვა ბაჩალიაშვილმა.