წინამორბედზე ლაპარაკს არ ვაპირებ, დაბოღმილი საუბარი უნდა მორჩეს - ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე უკვე მივიდა, ამბობს, რომ წინამორბედზე ლაპარაკს არ აპირებს და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა უნდა დაასრულონ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაასრულონ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა. ახლა ძალა ერთობაშია. ჩემს წინამორბედზე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ. მთავარი ბრძოლა გვაქვს წინ და ეს უკავშირდება არა "ნაციონალური მოძრაობის" ვიწრო ინტერესებს, არამედ უკავშირდება თქვენს ინტერესებს, თქვენს ოჯახებს. ნიშნისმოგებით, დაბოღმებით და წაგებულის პოზიციიდან საუბარი, ჩემი აზრით, უნდა მორჩეს. არ არის ახლა ამის დრო. ორი დღეა რაც ყრილობამ ოფიციალურად ამირჩია თავმჯდომარედ. სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს, ამიტომაც გვიწევს ფორსმაჟორში მუშაობა. ვინმეს გონიათ რომ ხელებს ჩამოვუშვებთ? არ ჩამოვუშვებთ. ვინმეს ჰგონია, რომ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ? მოვიგებთ! და აქ ნიშნისმოგებით საუბარს დაანებეთ თავი! წინ გვაქვს მთავარი ბრძოლა!"- ამბობს ხაბეიშვილი