სამეგრელოს ყოფილი რწმუნებული კანცელარიასთან გამოჩნდა - ზაზა გოროზია "ტვ პირველს" არ პასუხობს
სამეგრელოს ყოფილი რწმუნებული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა - ზაზა გოროზია "ტვ პირველის" დასმულ კითხვებს დუმილით შეხვდა.
სამეგრელოს ყოფილი რწმუნებული კანცელარიასთან ლევან ხაბეიშვილის ფრთის წარმომადგენლებთან, გიორგი ბოტკოველთან და გიორგი კაპანაძესთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გოროზია ფოთის რესტორანში ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ენმ-ში შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით არაფორმალურ შეხვედრას მართავდა .