მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს
freemisha! - მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.
ენმ-ში ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ არ გაუშვებენ.
აქციაზე ასევე იმყოფებიან „სტრატეგია აღმაშენებელის“, „გირჩი- მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები და ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვე განიხილავდა.