მიიღებს თუ არა სააკაშვილის საქმის მოსამართლე საჩუქარს ხელისუფლებისგან - ყოფილი მოსამართლეები არევაძის დაწინაურებას ელოდებიან
მიიღებს თუ არა სააკაშვილის საქმის მოსამართლე საჩუქარს ხელისუფლებისგან - ყოფილი მოსამართლეები არევაძის დაწინაურებას ელოდებიან.
ერთ-ერთი ვერსიით, კლანს მისი სააპელაციო სასამართლოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიღებული უკვე აქვს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს ეჭვი უჩნდება, რომ მოსამართლე არევაძეს სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული.
"მოსამართლემ მაშინვე გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, სათათბირო ოთახშიც კი არ გავიდა. ეს თავის მხრივ მეტყველებს, რომ მოსამართლეს ეს ნაწილი არ ადარდებდა. მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა". - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
კოპალეიშვილის მსგავსად, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძეც ამბობს, რომ ხელისუფლებასა და არევაძეს შორის გარკვეულ გარიგებას ჰქონდა ადგილი.
კლანის წევრები ასეთ განმარტებას მაძლევდნენ ხოლმე, რომ ჩვენ ვიქნებით ახლანდელი ხელისუფლების დროსაც და ვითანამშრომლებთ ყოველ ახალ ხელისუფლებასთან, ვინც არ უნდა მოვიდეს. მსჯელობას თუ მარტივად დავალაგებთ და დავაწყობთ, ძალიან მარტივად შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ გარკვეული გარიგება შედგა", - ამბობს ალავიძე.
კლანის და არევაძის კავშირებზე საუბრობს ყოფილი მოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, სააკაშვილის საქმით ერთგულება მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებას არევაძემ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა,
საინტერსესოა, როგორ მოვიდა ის აქამდე, მას ჰქონდა გარკვეული სასათბურე პირობები. როდესაც გაუვიდა უფლებამოსილების ვადა, მას გაუგრძელეს. შემდეგ უკვე ასეთი შემთხვევა, როდესაც კონკურსში მოიტანა განაცხადი და მერე უარი თქვა. ასეთი უცნაური ეპიზოდები მის კარიერას ახლდა, ვიდრე უვადო მოსამართლე გახდებოდა. საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის უვადო მოსამართლედ დანიშნა. მე ვფიქრობ, ეს არის ის საზღაური, რომელსაც ის იხდის ასეთი ფორმით. როდესაც მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეებზე, სადაც ხელისუფლების ინტერესი მაღალია, იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს",- ამბობს ჯანეზაშვილი.