შუამავლებს, ვინც რუსებს ფულის განაღდებაში ეხმარება, შესაძლოა ანგარიშები დაუხურონ
დიდი თაღლითობა, რომელიც ასეულობით პირის ბანკებში დაცულ ფულს საფრთხეს უქმნის. შესაძლოა, იმ ხალხის ანგარიშები დაიხუროს, ვინც რუსეთიდან გადმორიცხული ფულის განაღდებაში მონაწილეობს. იოლი ფულის შოვნის მსურველებს საბანკო ანგარიშებს გააუქმებენ. საბანკო ასოციაცია რადიკალურ ზომებს მიმართავს.
მას შემდეგ რაც სახელისუფლებო უწყებების მხრიდან "შაბათის ეთერში" გასულ ხმაურიან რეპორტაჟს რეაგირება არ მოყვა, საქმეში ბანკების გაერთიანება ჩაერთო.
8 საათზე გიორგი ხუხია ცენტრალურ გამოშვებაში მოგიყვებათ, თუ რა საფრთხის წინაშე დადგნენ ის ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც რუსების უკანონო ფინანსურ ოპერაციებში ჩაერთვნენ.