სააკაშვილს პუტინის საამებლად კლავენ, გამოდით ქუჩაში - მუმლაძე დეპუტატებს
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რეჟიმს მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას - ამის შესახებ გიორგი მუმლაძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, "გუშინ მოსამართლე არევაძემ პირდაპირ წაიკითხა ბიძინა ივანიშვილის დავალება და ეს დავალება თავიდან ბოლომდე იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში უნდა მოკვდეს"
მუმლაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს პუტინის საამებლად კლავენ.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ „თავიდანვე შეცდომა იყო გაყალბებულ პარლამენტში მთელი ოპოზიციის შესვლა".
რაც შეეხება პარლამენტიდან გამოსვლას ან არ გამოსვლას, მე ვითხოვ ერთ რამეს, ყველა დეპუტატი, რომელმაც მიიღო მანდატი და ხალხის ნდობა, უნდა გამოვიდეს ქუჩაში და დაგვიდგეს წინ, იბრძოლოს ჩვენთან ერთად. იმას არ დავუშვებ, რომ ვიღაცამ მერე დამაყვედროს, მე მანდატი დავტოვე. ეს მანდატი ხალხს ეკუთვნის და ახლა ბრძოლას გთხოვთ. ეს ბრძოლა ფორმალური სტატუსით, დეპუტატები იქნებით თუ არადეპუტატები, მაინც უნდა შედგეს“, - განაცხადა მუმლაძემ.