მანდატების დატოვება შესაძლოა, epp-დან გამოძევების საფუძველი გახდეს - ხატია დეკანოიძე

07.02.23 19:23
მანდატების დატოვება შესაძლოა, epp-დან გამოძევების საფუძველი გახდეს - ხატია დეკანოიძე

ენმ-ს ლიდერის, ხატია დეკანოძის თქმით, მანდატების დატოვება შესაძლოა epp-დან გამოძევების საფუძველი გახდეს.

დეკანოიძემ ეს ხმაურიანი განცხადება  "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მან ასევე კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი აზრი და თქვა, რომ არც ბოიკოტს და არც მანდატების დატოვებას ემხრობოდა. 

"პარტიის გადაწყვეტილება მანდატების დატოვების თაობაზე არის ყველაზე მსხვილი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილებებები არ უნდა არსებობდეს და არ უნდა იყოს ჰაერში გაფანტული. ეს უნდა იყოს სტრატეგია. მე ვფიქრობ, რომ საკრებულოების მანდატების დატოვება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ვკარგავთ ყველანაირ ინსტრუმენტს. მეტსაც გეტყვით, ეს შეიძლება გახდეს ჩვენი პარტიის epp-დან გამოძევების საფუძველი, ანდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომის საფუძველი, თან ძალიან სერიოზულად. მე არც ბოიკოტს არ ვემხრობოდი. ბოიკოტიც და მანდატების დატოვება არ არის გაცილებით უფრო წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

 

მსგავსი სიახლეები