პრეზიდენტის შესაძლო ვეტო - ზურაბიშვილი ოპოზიციას ხვდება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ტვ პირველის ინფორმაციით, პრეზიდენტმა იმ ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, შესაძლოა, ვეტო დაადოს.
პრეზიდენტი გუშინ საღამოს "გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას შეხვდა.
ქართულმა ოცნებამ 28 აპრილს დაამტკიცა კანონი, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით იზრდება პატიმრობის ვადა და ფინანსური სანქცია.წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე სანქციები იზრდება. მოსამართლეს, ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, პატიმრობის გამოყენება 10-დან 15 დღემდე შეუძლია, ამ დრომდე ეს მუხლები 1-დან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებდა.