გზავნილი "ოცნებას" - მსოფლიო ლიდერები სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებენ

07.02.23 20:16
გზავნილი "ოცნებას" - მსოფლიო ლიდერები სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებენ

მსოფლიო ლიდერების გზავნილი "ქართულ ოცნებას". მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია გიორგი მარგველაშვილმა მოამზადა და მას ხელს ევროპის 30-ზე მეტი გავლენიანი ლიდერი აწერს.   მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, მათ შორის ესტონეთის, ლატვიის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნების პირველი პირები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.   

პრეზიდენტები და პრემიერები მოქმედებას სალომე ზურაბიშვილისგან ელოდებიან. ზურაბიშვილი კი არ ჩქარობს და დუმილის რეჟიმშია.  არადა ზურაბიშვილის მიერ შეწყალების აქტის გამოცემა სააკაშვილისთვის ერთ-ერთი შანსია, მაგრამ არა ერთადერთი.  ადვოკატები უკვე ამზადებენ სარჩელს სტრასბურგში გასაგზავნად.

დეტალები იხილეთ, ინა ცარციძს რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები