ენმ ერთ წრეზე მეორედ მიდის - პარტია საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს, თუმცა პარლამენტში რჩება

07.02.23 20:20
ენმ ერთ წრეზე მეორედ მიდის - პარტია საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს, თუმცა პარლამენტში რჩება

"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში გადადის. მანდატებს ინარჩუნებენ, თუმცა სხდომებს აღარ დაესწრებიან. ამ შეთანხმებამდე მივიდა ფრაქცია დღევანდელი თათბირის შემდეგ. თუმცა ბოიკოტსაც ფრაქციის შიგნით ყველა არ იზიარებს და ეს დეპუტატები არც შეხვედრაზე მივიდნენ.  მათ შორის არის ფრაქციის უკვე ყოფილი თავმჯდომარეც. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აქ სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა იქნება პარტიის შიგნით. საბოლოოდ კომპრომისულ ვარიანტად ბოიკოტი გამოცხადდა, რომელსაც "სტრატეგია აღმაშენებელი" და თაკო ჩარკვიანიც შეუერთდნენ. 

მწვავე იყო ნიკა მელიას რეაქცია თანაპარტიელების გადაწყვეტილევბაზე, რომელიც შექმნილ ვითარებაში საკანონმდებლო მუშაობის აზრს ვერ ხედავს.

ხაბეიშვილი თანაპარტიელების კრიტიკას არ იღებს და მის წინამორბედს ურჩევს ჩასაფრებული პოზიციიდან საუბარი შეწყვიტოს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მთავარი ოპოზიციური პარტიის მორიგი ბოიკოტი   ცინიკური განცხადებების კიდევ ერთი მიზეზი იყო "ქართული ოცნებისთვის". ხელისუფლება ოპონენტებს საქმის ბოლომდე მიყვანას და პარლამენტის დატოვებას ურჩევს.

დეტალები იხილეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები