სააკაშვილის მოსამართლის საეჭვო განაჩენი - გიორგი არევაძეს განაჩენი წინასწარ დაუწერეს?
სასიკვდილო განაჩენი, რომელზეც მოსამართლეს დაფიქრებაც არ დასჭირდა. გიორგი არევაძის მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ პოლიტიკოსებში დატოვა განცდა, რომ მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა მომზადებული განაჩენი, რომელიც პროცესის დასრულების შემდეგ უბრალოდ ფორმალურად წაიკითხა. გარიგება ხელისუფლებასთან - ასეთია იმ მოსამართლეების შეფასება, რომლებიც წლების განმავლობაში საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში მუშაობდნენ.
ფაქტია, რომ მოსამართლეს დაფიქრებისთვისაც არ აუღია დრო ისეთ საქმეზე, რომელსაც მთელი დასავლეთი გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა. გიორგი არევაძემ არ გათვალისწინა არც ერთი მტკიცებულება და საერთაშორისო ექსპერტების მიერ დასმული მძიმე დიაგნოზები. მესამე სექტორი ამ საქმის პოლიტიკურ ნაწილზეც აკეთებს აქცენტს და აცხადებენ, რომ სასამართლოს ხელში ჰქონდა რეალური შანსი ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია განემუხტა, თუმცა საბოლოოდ ის გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომელიც ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთა იყო.
დეტალები იხილეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.