არჩილ ტატუნაშვილის მწამებელი დააწინაურეს - რა გააკეთა "ოცნების" ხელისუფლებამ?
არჩილ ტატუნაშვილის მწამებელი დააწინაურეს. დავით გურწიევი, რომელმაც საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში წამებით მოკლა, დააჯილდოვეს და ახალგორში ე.წ პროკურორის თანამდებობა მისცეს. არადა გურწიევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
ახალგორის მოსახლეობის ბედი ახლა სისასტიკით ცნობილი ადამიანის ხელში აღმოჩნდა. რატომ არ მოითხოვა საქართველოს მთავრობამ მისი გადმოცემა? ან რა გააკეთა "ოცნებამ" ტატუნაშვილის მკვლელის დასაჯელად? - იხილეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.