გაფრთხილება ხელისუფლებას - ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პოლიცია და რკინის ჯებირები იცავდა

07.02.23 20:20
გაფრთხილება ხელისუფლებას -  ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პოლიცია და რკინის ჯებირები იცავდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა - "პროტესტი იქნება ყველგან"- თქვა პარტიის თავმჯდომარემ. 

ცნობილია, რომ 21:00 საათზე, პარტიის ოფისში "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს და გაირკვევა,  თუ სად და როდის გაიმართება საპროტესტო აქციები.

პროტესტი იქნება პერმანენტული - ყველა ქალაქსა თუ რაიონში. პროტესტის ეპიცენტრი იქნება დედაქალაქში და ამისთვის ჩვენ ვიწყებთ მოქმედებას და მოძრაობას. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენვე უნდა გამოვიხსნათ - არანაირი ხელების ჩამოშვება და უიმედობა - ახლა ბრძოლის და ერთობის დროა. არცერთ თანამდებობის პირს, არც ცენტრალურ და არც რაიონის დონეზე, მშვიდი ცხოვრება არ ექნება. უკან-უკან იხედეთ, ხალხის სუნთქვას იგრძნობთ"- თქვა "ტვ პირველთან" ხაბეიშვილომა. 

ამასთან "პირველებმა" გადაიღო კადრები, როგორ ტოვებენ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. 

 

მსგავსი სიახლეები