პარლამენტში საგამოძიებო კომისიები ვეღარ შეიქმნება - ოპოზიციის ბოიკოტი "ოცნებამ" პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა

07.02.23 20:44
პარლამენტში საგამოძიებო კომისიები ვეღარ შეიქმნება - ოპოზიციის ბოიკოტი "ოცნებამ" პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა

"ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტის პირველი დღე "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია. სასწრაფო რეჟიმში კენჭისყრაზე გაიტანეს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, რომელსაც ოპოზიციის სრული მხარდაჭერა სჭირდება.  

"ოცნებამ", საგამოძიებო კომისიების ინიციატორებს, საკითხების კენჭისყრაზე გატანა მაშინ შესთავაზა, როცა პარლამენტი ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. 

საგამოძიებო კომისიების საკითხის დაყენებას ოპოზიცია თვეებია ითხოვს, მათ შორის 5 ივლისის მოვლენებზე და სააკაშვილის მიმართ ღირსებისშემლახველ მოპყრობაზე, თუმცა მმართველმა გუნდმა მოთხოვნა მხოლოდ მაშინ გაიტანა სესიაზე, როდესაც დარწმუნდა, რომ საკითხი ჩავარდნისთვის იყო განწირული. ახლა ოპოზიციის ნაწილი არა მხოლოდ "ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობასაც" ადანაშაულებს მნიშვნელოვანი საპარლამენტო ბერკეტის დაკარგვაში.

დეტალები იხილეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები