ენმ-ს სამოქმედო გეგმა ცნობილია - სად და როდის გაიმართება აქციები
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის სამოქმედო გეგმას ასაჯაროებს - "ბრძოლა იქნება უკომპრომისო" - თქვა ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე და ის ლოკაციები ჩამოთვალა, სადაც ხვალიდან საპროტესტო აქციები გაიმართება.
ამასთან ენმ-ს თავმჯდომარემ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება".
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართება:
- 8 თებერვალი, 17:00 - აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან;
- 9 თებერვალი, 13:00 - აქცია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში;
- 10 თებერვალი, 13:00 - აქცია ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში;
- 11 თებერვალი, 15:00 - აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.