სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში, მოსალოდნელია, იგი მოწინააღმდეგედ იქცეს - ზურაბიშვილი

07.02.23 21:16
სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში, მოსალოდნელია, იგი მოწინააღმდეგედ იქცეს - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მესამე პრეზიდენტი აქტიურ მოწინააღმდეგედ იქცეს.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების.

ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები